ქართველი მსაჯი და ვეტერანი ფეხბურთელი, კობა სადილიანი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის წლების მანძილზე ქუთაისის “ტორპედოში” და “სამტრედიაში” თამაშობდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კობა სადილიანი ეროვნული კატეგორიის ასისტენტის რანგში წარმოადგენდა ქალაქ ქუთაისის სამსაჯო კორპუსს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე, ბოლო პერიოდში კი მოყვარულთა ლიგის თამაშებს მსაჯობდა.
“პრაიმ სპორტის” გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს და სრულიად საფეხბურთო ოჯახს.


