ესპანეთის ლიგა ენდესას მე-10 ტურში ბექა ბურჯანაძის “ბეტისმა” გიორგი შერმადინის ლენოვო “ტენერიფე” 72:81 დაამარცხა.
ბურჯანაძემ 19:00 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
შერმადინმა კი მოედანზე 16:51 წუთი გაატარა. მან ამ დროში 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ ბურთი ერთხელ დაკარგა და მის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდნენ.
“ტენერიფე” ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში მე-3 ადგილზეა. “ბეტისი” კი ბოლო მე-18 პოზიციაზეა.
შემდეგ ტურში “ტენერიფე” “გრან კანარიას” შინ დაუპირისპირდება. “ბეტისი” კი მადრიდის “რეალს” 21 ნოემბერს ესტუმრება.







