თბილისის “დინამოს” გულშემატკივრებში ერთი ფრიად სახალისო ისტორია, საკმაოდ დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა.
ფეხბურთის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ ცნობილ წიგნში – 45+45 ამბავი ფეხბურთი, რომლის ავტორი ზვიად ბერეკაშვილია ვკითხულობთ, რომ “დინამოს” ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია წამოწოლილია თავის საჯარიმოში და ისვენებს. ეძახიან, კიგანი მოდის შენკენო, მოვიდეს მერეო – პასუხობს გაბელია. კვლავ ეძახიან, პლატინი მორბის ამჯერადო. მოდის რა, ერთბაშად არ გამიტანოსო – კვლავ მშვიდადაა თბისელთა მეკარე. ოთარ, ადექი, ხინჩიგაშვილმა მიიღო ბურთიო, გაბელიაც შეშინებული წამოხტა და ამბობდა: წაართვით ბურთი, თორემ დავიღუპებითო… საქმე ის იყო, რომ შოთა ხინჩიგაშვილს რამდენიმე გახმაურებული ავტოგოლი ეკუთვნოდა.
ოთარ გაბელია სხვადასხვა დროს, ზუგდიდის “დინამოს” სოხუმის “დინამოს”, ქუთაისის “ტორპედოს” და თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა. ის არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში.





