იგა სვიონტეკი ჩოგბურთის და განსაკუთრებით პოლონური სპორტის ისტორიაში ჯერ კიდევ 2020 წელს ჩაწერილია. ის პირველი ჩოგბურთელია ამ ქვეყნიდან, რომელმაც დიდი სლემის ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, სვიონტეკმა შარშან როლან გაროსზე იჩემპიონა.
ამჟამად, 19 წლის პოლონელი მეჩოგნე მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია და ამ მხრივაც ყველასგან გამოირჩა. მას თინეიჯერებს შორის ყველაზე მაღალი პოზიცია უკავია.
იგა სვიონტეკმა მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრეში გააღწია. პოლონელმა იტალიელი კამილა ჯორჯი დაამარცხა.
სვიონტეკის მოგება არავის გაჰკვირვებია, რადგან ამ წყვილში ის უდავო ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა მედიის ყურადღების ცენტრში სხვა მხრივ მოხდა. „არ ვიცი რა დავწერო“ – მიაწერა სვიონტეკმა მატჩის შემდეგ კამერის ლინზაზე, რომელზეც ტრადიციულად მოგებული ჩოგბურთელები წარწერას აკეთებენ ან ხელს აწერენ.





