2 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, შორეული ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპორტის და განსაკუთრებით შერეული ორთაბრძოლების ქართველ გულშემატკივრებს მშვენიერი საჩუქარი უძღვნეს.
გიგა ჭიკაძემ და მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ეგიდით გამართული თავიანთი ბრძოლები მოიგეს და ამით ქომაგებიც გაახარეს.
ამასობაში, ისტორიაც დაიწერა, რომლის მთავარი შემოქმედიც გიგა ჭიკაძეა. ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კაბ სვანსონის დამარცხების შემდეგ რეიტინგშიც საგრძნობი წინსვლა მოახდინა. ის UFC-ის რეიტინგის ტოპ ათეულში შევიდა.
„პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის რეიტინგის ტოპ ათეულის კარი შეაღო. ჩვენ ამით უბრალოდ ვთბებით და ვტკბებით. თქვენი ჩემპიონი მზად არის“ – წერს თავად გიგა ჭიკაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.





