ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.
ძიუდოს ტურნირზე, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელ ჰიფუმი აბესთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, საქართველოს კი პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ ბაულ ანის, უფრო ადრე კი ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს და რუს იაკუბ შამილოვს მოუგო.
ამ ეტაპზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია.





