დოჰაში, მამაკაცებამდე, ჯერ მანდილოსნების ჯერი იყო. ყატარის დედაქალაქში ქალთა შორის უპრესტიჟულესი Qatar Total Open-ის ტურნირი დასრულდა, სადაც არაერთი ტოპ ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
შარშანდელი გამარჯვებული ბელარუსი არინა საბალენკო გახდლათ, რომელმაც ტიტულის დაცვა ვერ შეძლო.
ფინალის აფიშა კი მართლაც მრავლისმთქმელი და თვალისმომჭრელი გახლდათ. ჩეხი პეტრა კვიტოვა, ესპანელი გარბინიე მუგურუზა-ბლანკოს პირისპირ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და მაყურებელმაც ერთი ჩოგბურთელის, მეორეზე სრული დომინაცია იხილა.
მოკლედ, პეტრა კვიტოვამ მეტოქე კორტიდან გააქრო და უმარტივესად – 6:2, 6:1 მოუგო. ამ გამარჯვებით, ჩეხმა ჩოგბურთელმა ურთიერშეხვედრების ანგარიშიც შთამბეჭდავი გახადა – 5:1.
მიმდინარე სეზონში პეტრა კვიტოვამ პირველი ტიტული მოიგო, ისე კი დოჰაში ჩემპიონობით კარიერაში 28-ე ჯილდო მოიხვეჭა.