ვარშავაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო.
ევროპის პირველობის არაერთგზის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების მთავარი დამრტყმელი ძალა მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშილი ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
ქართველ ფალავანს წილისყრაშიც არ გაუმართლა და პირველივე დაპირისპირება უძლიერეს თურქ მოჭიდავესთან ტაჰა აკგულთან მოუხდა. პეტრიაშვილი და აკგული ერთმანეთს საკუთარი ხუთი თითივით იცნობენ. ჩვენებურს თურქი არაერთხელაც ჰყავს დამარცხებული.
სამწუხაროდ, ვარშავაში გენო პეტრიაშვილი მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა და აკგულთან პირწმინდად წააგო, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს – 1:6.
ამრიგად, გენო პეტრიაშვილი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად ჩამოშორდა.





