საფეხბურთო გუნდი „დენ-ჰააგი“ ნიდერლანდებში ერთ-ერთი უძველესია. ის 1905 წელს დაარსდა და ამ ხნის მანძილზე ჰქონდა არაერთი წარმატებაც და წარუმატებლობაც.
ამჟამად კი კლუბი საშინელ პერიოდს განიცდი. ნიდერლანდების ჩემპიონატში „დენ-ჰააგი“ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და ერედივიზიონიდან გავარდნა ემუქრება.
გუნდის ერთგულმა გულშემატკივრებმაც გადაწყვიტეს ფეხბურთელებისადმი რაიმე სახით მხარდაჭერა გამოეხატათ და ეს თანადგომა ორიგინალურადაც გამოუვიდათ.
მოკლედ, ნიდერლანდური გუნდის თავგადაკლული ქომაგები ადგნენ და არც მეტი არც ნაკლები ფული შეაგროვეს, ჯამში 8 ათასი ევრო და ფეხბურთელებს გადასცეს.
„ეს ჩვები ჟესტი იყო. ამით ფეხბურთელებს ვაგრძნობინეთ, რომ მათ გვერდით ვართა და არასოდეს მივატოვებთ. მათ შეუძლიათ ეს ფული სურვილისამებრ დახარჯონ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამ გუნდს მთელი ცხოვრების მანძილზე ვქომაგობთ. დენ-ჰააგი ჩვენთვის ყველაფერია“ – აღნიშნა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იან ვერმოლენმა.
ნიდერლანდების ჩემპიონატს „აიაქსი“ ლიდერობს, „დენ-ჰააგს“ კი ქომაგთა ეს ჟესტი რამდენად გამოაფხიზლებს უახლოეს ხანებში გამოჩნდება.


