38 წლის ფრანკ რიბერიმ „ფიორენტინა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებ-გვერდმა დაადასტურა.
ვეტერანი ფეხბურთელი „იებში“ 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 1 ივლისამდე აკავშირებდა, ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ კი მხარეებმა თანამშრომლობა აღარ გააგრძელეს.
„ფიორენტინა“ რიბერის სოციალურ ქსელში დაემშვიდობა და მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
38 წლის ფეხბურთელმა იტალიური კლუბის შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა და 5 გოლთან ერთად, 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
სხვადასხვა წლების განმავლობაში ფრანკ რიბერი „ბულონის“, „ალეს“, „მეცის“, „გალათასარაის“, „მარსელის“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა.





