ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა. 28 წლის ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე განახლებულ რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.
ქართველი მოფარიკავე რეიტინგის განახლებამდე მე-5 ადგილს იკავებდა. განახლებულ რეიტინგში ნაჩვენები შედეგი სანდროს კარიერაში საუკეთესო გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიოს თასზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
28 წლის სპორტსმენი ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.