საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ესტონელი თანატოლების წინააღმდეგ მეორე შეხვედრა ჩაატარეს და დრამატულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით 1:2 გაიმარჯვეს.
უმცროსი ჯვაროსნები თამაშის ბოლომდე 1:0 მარცხდებოდნენ, თუმცა ვასილ მაისურაძის გუნდმა წონასწორობის აღდგენა ჯერ მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე შეძლო, ზუსტად ორ წუთში კი მეტოქის კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
ესტონელი ფეხბურთელების კარში გოლები ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა და გიორგი პირტახიამ გაიტანეს.
შეგახსნებთ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა ესტონელი თანატოლები 0:2 დაამარცხეს.





