მაიამი ჰიტთან მოგებულ (137:110) მატჩში, ინდიანა პეისერსის ქართველ ცენტრს გოგა ბითაძეს, მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ ბიორკენმა 18 წუთი დაუთმო და ქართველმა ის შეძლებისდაგვარად გაამართლა.
season-high 137 and a #PacersWin 🔥 pic.twitter.com/qwM0bM99Ap
— Indiana Pacers (@Pacers) March 20, 2021
გოგამ აღნიშნულ დროში 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. გამორჩეული იყო მისი დაფარება მაიამის ახალგაზრდა ვარსკვლავი ტაილერ ჰიროს ჩატენვის მცდელობისას.
🚫 GOGA 🚫 pic.twitter.com/VYHsBs1yDq
— Indiana Pacers (@Pacers) March 20, 2021
იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველს სათამაშო დრო ბევრად გაეზრდება, რადგან გოგა მიცემულ დროს ყოველთვის პროდუქტიულად იყენებს და თავის გამოჩენას ცდილობს.





