ლეგენდარულმა არგენტინელმა ძიუდოისტმა პაულა პარეტომ 35 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
გამოცდილი ძიუდოისტი 2016 წელს რიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 2008 წელს კი პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისი დანარჩენი ტიტულები ასე გამოიყურება:
მსოფლიოს ჩემპიონატი – ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო
კონტინენტური ჩემპიონატი – 7 ოქრო, 4 ვერცხლი, 5 ბრინჯაო
ძიუდოს მსოფლიო ტური (გრან-პრი; გრანდ სლემი; მასტერსი) – 5 ოქრო, 4 ვერცხლი, 10 ბრინჯაო.
არგენტინელი სპორტსმენის ბოლო ტურნირი კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იყო სადაც მე-7 ადგილი დაიკავა.





