22 წლის ზამბიელი ფორვარდი, პატსონ დაკა კარიერას „ლესტერ სიტიში“ გააგრძელებს. ინფრომაციას ინგლისური კლუბის ვებ-გვერდი აქვეყნებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ზამბიელმა ფეხბურთელმა ტრანსფერის დადასტურების შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა:
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ მშვენიერ და ისტორიულ კლუბს შევუერთდი. ეს იყო ჩემი ოცნება და ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები მომავალს.
ლესტერს თვალს ვადევნებ იმ დროდიან, როდესაც მათ ინგლისის ჩემპიონატი მოიგეს. ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს იდეალური ადგილია, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც მუდამ იბრძვის ტიტულებისთვის. მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი მარტივი არ იქნება, მაგრამ მზად ვარ გამოწვევა მივიღო.
ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის, ნებისმიერ დროს. მოუთმენლად ველოდები როდის შევხდები „ლესტერ სიტის“ გულშემატკივრებს სტადიონზე“, – განაცხადა დაკამ.
ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი „მელიებს“ ავსტრიული „ზალსბურგიდან“ შეურთდა, სადაც გასულ სეზონში 28 თამაშში 27 გოლი გატიანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

