6-7 მაისს, სოფია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბოლო სალიცენზიო ტურნირს მასპინძლობს, სადაც 3 ქართველი ფალავანი – ოთარ გოგავა, ბექა ლომთაძე და სანდრო ამინაშვილი მონაწილეობენ.
სამწუხაროდ, ოთარ გოგავამ (57კგ) ბულგარეთის დედაქალაქში ასპარეზობა უკვე დაასრულა. ქართველმა მოჭიდავემ პირველივე ეტაპზე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილთან პირწმინდად წააგო და შესაბამისად ლიცენზიასაც ვერ შესწვდა.
ამრიგად, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ტოკიოში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სრული გუნდით წარმოდგენილი ვეღარ იქნება.
შეგახსენებთ, სოფიაში ტოკიო 2020-ის საგზურები მხოლოდ ტურნირის ფინალისტებზე გაიცემა.





