ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეძე ძიუდოისტები გამოდიან. სამწუხაროდ, დღევანდელ საშეჯიბრო დღეზე ოქროს მედლის მოპოვების შანსი ქართულ დელეგაციას აღარ აქვს.
ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ მეოთხედფინალამდე მოახერხეს გასვლა, ამ ეტაპზე კი ორივე მათგანი დამარცხდა. ლიპარტელიანმა შეხვედრა სერბ ალეკსანდარ კუკოლისთან დათმო, სულამანიძე კი პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან დამარცხდა.
შესაბამისად, ორივე ძიუდოისტი ახლა მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ლიპო გადამწყვეტ ბრძოლაში ნიდერლანდელ მაიკლ კორელს შეხვდება, ილია სულამანიძე კი კანადელ შადი ელჰანასს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.





