მადრიდის „რეალის“ და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა, სერხიო რამოსი პსჟ-ის ფეხბურთელია. ინფორმაცია პარიზული კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
35 წლის მცველმა პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მაურისიო პოჩეტინოს გუნდში 2023 წლამდე დარჩება.
ცნობისთვის, 2005-2021 წლებში სერხიო რამოსი მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა. ის „სამეფო კლუბში“ „სევილიადან“ გადავიდა და 2021 წლის ზაფხულამდე გუნდისთვის საკვანძო ფიგურა იყო. 35 წლის ფეხბურთელმა „რეალთან“ ერთად 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 3-ჯერ უეფას სუპერ თასი და 2-ჯერ კოპა დელ რეი მოიგო.








