ბელგიის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის “ინტერიდან” კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს.
გამოცდილმა ფეხბურთელმა ტომას ტუხელის გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წლიური ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.
”არისტოკრატებს” ლუკაკუს შეძენა 115 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ცნობისთვის, 28 წლის ბელგიელი “ჩელსიში” აქამდეც, 2011-2014 წლებში გამოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ ლუკაკუმ იტალიის მოქმედ ჩემპიონ “ინტერში” 72 მატჩი ჩაატარა 44 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Welcome home, @RomeluLukaku9. 💙#LukWhosBack pic.twitter.com/P43CAIVqfU
— Chelsea FC (@ChelseaFC) August 12, 2021








