32 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი პოლონური „პოდბესკიძიეს“ ფეხბურთელია. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამ ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გვატყობინებს.
„პოდბესკიძიე“ გასული სეზონის შედეგების მიხედვით დაემშვიდობა პოლონეთის უმაღლეს ლიგას, თუმცა უძლიერესთა შორის დაბრუნებას ამ სეზონშივე გეგმავენ.
გიორგი მერებაშვილს სხვადასხვა დროს უთამაშია თბილისის „დინამოში“, სერბულ „ვოივოდინაში“, ბერძნულ „ოფიში“, „ვერიასა“ და „ლევადიაკოსში“, ასევე პოლონეთის წარმომადგენელ პლოცკის „ვისლაში“. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი მერებაშვილმა 32 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა
შეგახსენებთ, რომ გიორგი უკლუბოდ ყოფნის პერიოდში თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთად ვარჯიშობდა.





