გიგა ჭიკაძის ახალი მეტოქე ცნობილია! UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეოგრიაში ქართველი მებრძოლის მეტოქე ბრაზილიელი ედსონ ბარბოსა იქნება, რომელიც რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს.
გიგამ თავისი ბოლო ბრძოლა ქაბ სვანსონის წინააღმდეგ გამართა და ე.წ “გიგა ქიქით” დაამარცხა, რაც შეეხება ბრაზილიელ მებრძოლს, მან ბოლო ბრძოლა შეინ ბურგოსის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა კიდეც.
ასე, რომ ქართველი გულშემატკივრები უნდა დაველოდოთ 29 აგვისტოს მეინ ივენთის მთავარ ბრძოლას.





