52 წლის იტალიელი სპეციალისტი ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაცია ლონდონურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
Buongiorno Antonio… pic.twitter.com/26wgcdcYED
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) November 2, 2021
კონტემ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ ჩაანაცვლა, რომელიც კლუბმა 2 დღის წინ, პრემიერ ლიგაში ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო გაათავისუფლა.
„ტოტენჰემის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა „დეზებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
კონტე ბოლოს მილანის „ინტერში“ მუშაობდა და 2020/21 წლების სეზონში „ნერაძურის“ იტალიის სერია ა მოაგებინა.





