19 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ნუნო მენდეში ლისაბონის “სპორტინგიდან” კარიერას “პსჟში” გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგულმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პარიზელებმა ახალგაზრდა მცველი იჯარის წესით დაიმატეს და სეზონის ბოლოს 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
მენდეში “სპორტინგის” აღზრდილია, მშობლიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში ახალგაზრდა პორტუგალიელმა გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. 19 წლის მცველი 2021 წლიდან ნაკრების ღირსებასაც იცავს.
❤️💙 #𝑾𝒆𝑨𝒓𝒆𝑷𝒂𝒓𝒊𝒔 pic.twitter.com/gMmvwBlJy7
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) August 31, 2021





