ATP თასის მოქმედი ჩემპიონი სერბეთის ნაკრები ტიტულს ვეღარ შეინარჩუნებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩი და კომპანია ჯგუფში ჩარჩა. სერბეთის ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი გერმანიის გუნდთან 1:2 წააგო და ნახევარფინალის საგზური ამ უკანასკნელს დაუთმო.
ნიშანდობლივია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ ტურნირზე შარშანდელიდან მოყოლებული პირველი მარცხი განიცადა. აქამდე ნოლეს ATP თასზე ერთეულთა თანრიგში 8, ხოლო წყვილთა შორის 3 მატჩი ჰქონდა მოგებული. ახლა კი მისი და ნიკოლა ჩაჩიჩის დუეტმა შტრუფი-ზვერევის წყვილთან წააგეს და როგორც უკვე ავღნიშნეთ ტურნირს გამოეთიშნენ.
„შეიძლება ითქვა, რომ არ გაგვიმართლა. ვფიქრობ წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ეს სანაკრებო ტურნირია და ყველაფერი ხდება. ჩვენ გუნდში ყველას გვსურდა შარშან მოპოვებული ტიტული შეგვენარჩუნებინა, თუმცა იმასაც ვაანალიზებდით, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა.
ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და ნახევარფინალში გასვლას. ახლა იმაზე არ ვფიქრობ თუ როგორ გავაგრძელებ მზადებას ავსტრალიის ღია პირველობისათვის“ – აღნიშნა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.








