ავსტრალიის ღია პირველობის 8-გზის ჩემპიონი მელბურნში წარმატებულ სვლას განაგრძობს, თუმცა მძიმედ და პრობლემებით.
საქმე იმაშია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის პირველი მეიჯორის მერვედფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცთან დაპირისპირების დროს მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო და სამედიცინო პაუზის აღება დასჭირდა. ის დაპირისპირება ნოლემ წვალებით კი მოიგო, მაგრამ მომდევნო მატჩში კორტზე მისი გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
საბოლოოდ სერბი ჩოგბურთელი მილოშ რაონიჩის პირისპირ მაინც დადგა და სეტებში 3:1 დაამარცხა. ნახევარფინალში გასასვლელად ჯოკოვიჩის მეტოქე გერმანელი ალექსანდრე ზვერევი იქნება.
„სანამ კორტზე ვდგავარ, მანამდე ექიმების თქმით ტრავმის სიმძიმეს ან მის გავლენას ორგანიზმზე სრულფასოვნად ვერ განვსაზღვრავთ. ახლა გამაყუჩებლებით ვთამაშობს, ამიტომაც ზუსტი დიაგნოზის დასმა ჭირს.
ნებისმიერ შემთხვევაში ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას ვაგრძელებ და იმედია ტურნირიდან მოხსნა არ გახდება საჭირო. რაც შეეხება მომავალს, ერთი დანამდვილებით ვიცი – ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, რამდენიმე ტურნირს გამოვტოვებ და დავისვენებ“ – ამბობს ნოვაკ ჯოკოვიჩი.





