მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპი საფრანგეთის ნაკრებმა უხეიროდ დაიწყო. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონებმა შინაურ კედლებში უკრაინის ნაკრების დამარცხება ვერ შეძლეს. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ ანდრეი შევჩენკოს გუნდმა მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დაარტყა და ქულაც ფრანგთა ავტოგოლის შედეგად წამოიღეს. საკუთარ კარში გოლი კიმპებმებ გაიტანა.
საფრანგეთთან არ წაგებით კმაყოფილება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ. მან ეროვნული ნაკრები შეაქო. Not bad – ანუ არ არის ცუდი. დაწერა ზელენსკიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე და იქვე ვრცელი კომენტარიც მოაყოლა.
„სტუმრად ფრე მსოფლიო ჩემპიონებთან ნამდვილად კარგი შედეგია. იმის ფონზე რომ ჩვენი ნაკრები საკადრო პრობლემებს განიცდიდა, ეს ქულა ორმაგად დასაფასებელია. ვულოცავ მთავარ მწვრთნელს და მთელ გუნდს. წინ უკრაინა“- წერს ვლადიმი ზელენსკი.
მომდევნო მატჩს უკრაინის ნაკრები 28 მარტს შინ ფინეთთან გამართავს.





