დღეს, 20 დეკემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში “საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ” პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართა.
სპორტსმენებმა აღნიშნეს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურად გაზრდილი საგადასახადო წნეხის გამო სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
ამ რეგულაციების შესახებ კომენტარი ქართველმა სამბოისტმა ნინო ოძელაშვილმა გააკეთა.
“სპორტსმენებს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და დიდი წარმატება აქვს, ხელფასს იღებს, თუმცა იმდენს არა, რამდენსაც ყველა სპორტსმენი იმსახურებს. სპორტს გვერდით სათამაშო ბიზნესი ედგა, დაფინანსების გარეშე კი ქართული სპორტი ვერ იარსებებს”, – განაცხადა ოძელაშვილმა.




