ყაზანში ძიუდოს საერთაშორისო გრან სლემზე, -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ყაზახ იესეტ კუანოვს შეხვდა და სამწუხაროდ დამარცხდა.
პირველ რაუნდში ქართველმა სერბი სტრაინია ბენჩიჩი დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი მან დენის ვიერუს სუფთა გდებით მოუგო.
მერვედფინალში ნინიაშვილმა აბდულაზიზ ალბაში დაამარცხა, მეოთხედფინაში რუს არამ გრიგორიანს დაუპირისპირდა და მასაც აჯობა.
ნახევარფინალში ბაგრატის მეტოქე კიდევ ერთი რუსი ძიუდოისტი, მურად ჩოპანოვი გახლდათ, რომელთანაც ქართველი იპონით დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე გადაერთო.
თავიდან მეტოქეებმა პასიურად დაიწყეს, საბოლოოდ კი კუანოვმა ბაგრატს სუფთა გდებით აჯობა და ბრინჯაო მას დარჩა.
სასიამოვნოა, რომ ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.








