საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი და მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზებს. ნიკას პირველი მეტოქე სლოვაკ ალექს მოლკანსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულის შორის გაირკვევა.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი, მთავარ ფავორიტად კი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი მოიაზრება.
ბასილაშვილმა ბოლოს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამართა, სადაც იგი პირველ წრეში ენდი მარისთან დამარცხდა.
Open Sud de France-ი 31 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი დავიდ გოფინია, რომელმაც გასულ წელს, ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.








