29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ანდრეი რუბლევთან წააგო.
ბასილაშვილმა ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილ რუს მეტოქესთან პირველი სეტი 1:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ ნიკას მცირე ტრავმა აწუხებდა.
ქართველმა სპორტსმენმა მეორე სეტში განსხვავებულად ითამაშა. ნიკამ 3:2-ზე მეტოქე დააბრეიკა და ორი გეიმით დაწინაურდა, რის შემდეგაც სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა (6:3) და ანგარიში გაათანაბრა 1:1.
ნიკამ მესამე სეტში საკუთარი მოწოდება დათმო და რუბლევმა 6:3 გაიმარჯვა. ანდრეი ფინალში გავიდა, სადაც ოჟე ალიასიმესა და ჰუმბერტს შორის გამარჯვებულს შეხვდება.





