საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა.
ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. გენტის ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
22 წლის ფეხბურთელის დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.





