ვერ გეტყვით სორენა კირსტეა რამდენად კარგი კულინარია და ეხერხება თუ არა სამზარეულოში ბზრიალი, მაგრამ ჩოგანს ნამდვილად კარგად ატრიალებს ხელში და ეს კორტზეც არაერთხელ დაუმტკიცებია.
ამჟამად, რუმინელი ჩოგბურთელი სხვების მსგავსად მელბურნულ კარანტინში იმყოფება და დღეებს ითვლის „პატიმრობის“ ვადა როდის დასრულდება.
კარჩაკეტილობის მეათე დღეს, სორენა კირსტეამ გადაწყვიტა პიცით აღენიშნა. არა გვგონია ბევრისთვის საყვარელი ეს კერძი მას თავად მოემზადებინა, მითუფრო სასტუმროს ნომერში და დიდი ალბათობით მიტანის სერვისით ისარგებლა.
„გადავწყვიტე კარანტინის მეათე დღე და ასევე ვირუსზე გაკეთებული მეათე უარყოფითი ტესტი პიცით აღმენიშნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩემთვის და ტურნირსაც იმედიანად ველოდები“ – აღნიშნა სორენა კირსტეამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.





