ლეო მესიმ თავის სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
“წასვლას სხვანაირად ვისურვებდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დამშვიდობება ვერასდროს იქნება სასიამოვნო რამ… აქ დარჩენა მსურდა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთე, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არ გამოვიდა. მე მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია ყველასთვის, ვინც ამ კლუბში ამდენი წლის განმავლობაში მომყვა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც ამხელა სიყვარული მაჩუქეს, მე კი ვცდილობდი, რომ ეს სიყვარული მათთვის უკან დამებრუნებინა, ამ მაისურისთვის ყველაფერი გავიღე. მივდივარ, მაგრამ ეს არ არის დამშვიდობება, ერთმანეთს მალე შევხვდებით. გაუმარჯოს ბარსას!!”-განაცხადა ლეო მესიმ თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით