ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებმა, ვაჟა ტაბატაძემ და ბაქარ მირცხულავამ გია ცეცაძის გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მორცხულავამ და ტაბატაძემ ცეცაძის გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.
29 წლის მირცხულავამ იმერული გუნდის მაისურით ჩატარებულ 59 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
30 წლის ვაჟა ტაბატაძემ ქუთაისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 189 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

