ბოსნიის ნაკრების 31 წლის ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი კარიერას “ბეშიქთაშში” გააგრძელებს. ინფორმაცია თურქულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი ნახევარმცველი თურქულ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი ფეხბურთელს ხელფასის სახით 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
პიანიჩი “ბარსელონას” 2020 წელს შეუერთდა და ბლაუგრანას მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა.
ბოსნიელი შეუახაზელი კატალონიურ კლუბში მისი სათამაშო დროით კმაყოფილი არ იყო, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფეხბურთელმა გუნდის დატოვება.
Don't 𝙋𝘼𝙉𝙄𝘾,
We have Miralem 𝙋𝙅𝘼𝙉𝙄𝘾!#WelcomePjanic pic.twitter.com/uuHtlZPdtc
— The Black Eagles (@BesiktasEnglish) September 2, 2021





