“Მილუოკი ბაქსი” NBA-ს ჩემპიონია. “ფინიქს სანსის” წინააღმდეგ გამართული სერიის მეექვსე თამაშში ვისკონსინელებმა მეტოქეს 105-98 აჯობეს და ტიტული მოიპოვეს.
Შეხვედრის პირველ მეოთხედში “მილუოკიმ” საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და პერიოდი 29-17 მოიგო. Მეორე მეოთხედში “ფინიქსმა” მატჩში დაბრუნება მოახერხა და 12-ქულიანი ჩამორჩენა ტაიმის მიწურულს 5-ქულიან უპირატესობად აქცია.
“ბაქსმა” მესამე მეოთხედი 5 ქულით მოიგო და მეოთხე პერიოდის სტარტზე ანგარიში თანაბარი იყო. Გადამწყვეტ მეოთხედში უკეთესი ვისკონსინური გუნდი აღმოჩნდა და საბოლოოდ, “ბაქსმა” 7 ქულით მოიგო.
“Მილუოკის” ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის ბერძენმა ფორვარდმა, იანის ანტეტოკუმპომ. Მის ანგარიშზე გადამწყვეტ მატჩში 50 ქულა და 14 მოხსნა იყო. Სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ჯრუ ჰოლიდეის, რომელმაც 12 ქულა, 9 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. “ფინიქსის” რიგებში გამოირჩა ვეტერანი გამთამაშებელი, კრის პოლი. Მან 26 ქულა და 5 ასისტი მოაგროვა.
ფინალური სერიის MVP იანის ანტეტოკუმპო გახდა. “Მილუოკი ბაქსმა” NBA-ს ჩემპიონის ტიტული არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა.

