მიჩი ბაჩუაიმ ჩელსისთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. ბელგიელი თავდამსხმელი 1 წლიანი იჯარით “ბეშიქთაშის” შემადგენლობაში ითამაშებს.
არისტოკრატები მიჩის თურქულ კლუბში წარმატებებს უსურვებენ.
Best of luck for the season, @MBatshuayi! 👊
— Chelsea FC (@ChelseaFC) August 18, 2021
გამოცდილი ფეხბურთელი გასულ სეზონში ასევე საიჯარო ხელშეკრულებით “კრისტალ პალასის” ღირსებას იცავდა, 18 ჩატარებულ მატჩი 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
27 წლის ბელგიელს სხვადასხვა დროს “დორტმუნდში”, “ვალენსიაში” “მარსელში” და “სტანდარტ ლიეჟში” უთამაშია.
His time has come…
Welcome to the city 𝗕𝗮𝘁𝘀!#BatsmanRises 🦇 pic.twitter.com/AYWwVlnIrb
— The Black Eagles (@BesiktasEnglish) August 18, 2021





