როგორც ჩანს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელსაც ჰქონია ისეთი ოცნება, რომლის ასრულებაც შეუძლებელია. ამას ნამდვილად ვერ დავარქმევთ ბავშვობის ოცნებას, ეს ლეო მესის ვარსკვლავად გახდომის შემდეგ ჩამოუყალიბდა.
33 წლის ფეხბურთელმა ესპანურ პრესასთან განაცხადა, რომ მას ყურადღების ცენტრში ყოფნა მობეზრდა:
„მართალია, დღეს ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ უბრალოდ ვიცხოვრო, თუმცა მაქვს ერთი ოცნება, რომლის ასრულებაც შეუძლებელია. ეს ოცნება ფეხბურთელობის დროს დაიბადა – მინდა რომ ვერავინ მცნობდეს. ძალიან მინდა, რომ საყიდლებზე, კინოთეატრში, ან რესტორანში სიარულის დროს ჩემს გარშემო აჟიოტაჟი არ იქმნებოდეს“, – განაცხადა ლეომ.





