„ბარსელონას“ კაპიტანი ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სადისციპლინო კომიტეტმა მიითო.
ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ არგენტინელი ფორვარდი ესპანეთის სუპერთასის ფინალში, რომელშიც „ბარსელონა“ „ბილბაოს“ ეთამაშებოდა და 2:3 წააგო, მთავარმა არბიტრმა ხესუს მანსანომ მოედიდან გააძევა.
ინციდენტი დამატებით დროში, 119-ე წუთზე მოხდა, როდესაც მესის თავი ვერ შეიკავა და მეტოქე ფეხბურთელს თავში ლაზათიანად უთავაზა. არბიტრმაც მას ცხვირწინ წითელი ბარათი აუფრიალა, რაც მესისთვის „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ ბოლო 753 მატჩში პირველი შემთხვევა იყო.
ლიონელ მესი, ერთ მატჩს ესპანეთის სამეფო თასზე გამოტოვებს, მეორეს კი ლა-ლიგაში „ელჩესთან“. ისე, შეიძლება ითქვას, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი კიდევ კარგად გადარჩა. სადისციპლინო კომიტეტმა მისი ეს ქმედება აგრესიულად არ მიიჩნია, რაც მატჩის მთავარმა არბიტრმაც პროტოკოლში დაადასტურა.





