“შავმა ლომმა” რუსეთის ჩემპიონი “ენისეი” 27:20 დაამარცხა და ოთხი თამაშის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში მოექცა.
“შავი ლომის” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ვთვლი, რომ მოედანზე ყველა გადწყვეტილება პრაგმატულად მივიღეთ. თამაში კარგად მიგვყავდა და რომ არა სტატიკურ ფაზებში დაშვებული შეცდომები, დარწმუნებული ვარ ამ თამაშს უფრო დიდი სხვაობით და ბონუსით მოვიგებდით”, – განაცხადა შარიქაძემ.








