„მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ – ეს სიტყვები საულ ალვარესმა, მეტსახელად „კანელომ“ კალუმ სმიტის დამარცხების შემდეგ წარმოთქვა.
მექსიკელმა მოკრივემ, WBA და WBC ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი მოირგო. სან-ანტონიოში გამართულ ორთაბრძოლაში, კანელომ სმიტი კი მიბეგვა, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით ეს საქმე მარტივად გამოუვიდაო. ჩხუბი 12 რაუნდს გაგრძელდა, რაც მის დაძაბულობაზე მეტყველებს, მაგრამ ალვარესმა მოგება მაინც ნოკდაუნით შეძლო.
„ეს სუფთა ბრძოლა იყო. კანელომ მაჯობა. ისე დღეს ჩემზე უკეთესი გამოდგა“ – თქვა სმიტმა, რომელიც სხვათა შორის ასევე ყოფილი მსოფლიო ჩემპიონია.
საულ ალვარესისთვის ეს კარიერაში 54-ე გამარჯვება გახლდათ. მას მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, ფლოიდ მეივეზერთან.
როგორც ამბობენ, დიდი ალბათობით საულ ალვარესს მომდევნო ბრძოლა გენადი გოლოვკინთან ექნება.

