დღეს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მე-7 დღე აიღებს სტარტს და საქმეში ჩვენი მძიმე არტილერია ჩაერთვება. საქართველოს ღირსებას გელა ზაალიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) დაიცავენ.
გელა ზაალიშვილი B ბადეში მოხვდა საიდანაც გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. ქართველი ჯუდოკა პირველ რაუნდში სენეგალელ ნდიაიეს უნდა დაუპირისპირდეს, გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ალერსტორფერსა და მარინიჩს შორის გამარჯვებულს დაუხვდება. შემდეგ მისი სავარაუდო მეტოქე როი მეიერი იქნება, რომელიც არაერთხელ ჰყავს გელას დამარცხებული. შემდეგ უკვე ყველაფერი რთულდება 1/2-ში მის სავარაუდო მეტოქედ A ჯგუფის ლიდერი ტამერლან ბაშაევი მიიჩნევა, რომელიც გელას ბოლოს თელ-ავივის გრან-სლემზე ჰყავს დამარცხებული. რუსი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში C და D ბადეს შორის გამარჯვებული იქნება.
სოფიო სომხიშვილი რთულ D ბადეში მოხვდა. პირველი მეტოქე კორეელი კიმი იქნება. მის ბადეში ყველაზე გამორჩეული ჯუდოკები არიან: ბრაზილიელი სოუზა და სენეგალელი მბალა ატანგანა.
წინასწარი შეხვედრები. 12:00-ზე დაიწყება ხოლო ფინალური ბლოკი 19:00-ზე აიღებს სტარტს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ippon.org-ი და Silk Sport HD 2 შემოგთავაზებთ.





