მოახლოვდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩებიც. ერთ-ერთი სუპერწყვილი უდავოდ „პსჟ“-ს და „ბაიერნის“ დაპირისპირებაა. ფეხბურთის ქომაგებს ალბათ შეხსენება არ სჭირდებათ, რომ ფრანგული და გერმანული გუნდები ერთმანეთს წინა სეზონის ფინალში დაეჯახნენ და მაშინ რეკორდმაისტერმა მოიგო.
უდავოა, რომ არა მხოლოდ „პსჟ“ და „ბაიერნის“, ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრები საინტერესო და დაძაბული მატჩების მოლოდინში არიან.
ამასობაში, „ბაიერნს“ ცუდი ამბავი შეემთხვა. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩებში გერმანულ გრანდს მთავარი დამრტყმელი ძალა და ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი ვერ დაეხმარება.
პოლონელმა ფორვარდმა ტრავმა პოლონეთის ნაკრებში ანდორასთან დაპირისპირების დროს მიიღო. რობერტ ლევანდოვსკის მინიმუმ ერთი თვე მოუწევს უქმობა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ფრანგულ-გერმანული დაპირისპირება 7 და 13 აპრილს გაიმართება.





