სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ქართველი კალათბურთელის „სეტონ ჰოლი“ გათამაშების მორიგ ტურსი „პროვიდენსს“ შეხვდა და 60:43 დაამარცხა.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 37 წუთამდე გაატარა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ აქტივში 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
Big East-ის კონფერენციაში „სეტონ ჰილს“ 7 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა. მთლიან სეზონში კი სანდროს გუნდს 10 მოგება და 8 მარცხი აქვს.





