მადრიდის რეალის ფეხბურთელები ისკო, მარსელო და გარეტ ბეილი, დიდი ალბათობით გუნდს დატოვებენ.
მადრიდული კლუბი ამ ფეხბურთელების გაყიდვას ზაფხულში აპირებს. მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნა მათ მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ანჩელოტიმ, მადრიდის რეალში მოსვლის შემდეგ, კაკას წასვლა დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ მას იგი მილანიდან ძალიან კარგად იცნობდა და გუნდის ლიდერიც იყო.
სამივე მოთამაშის წასვლის შემთხვევაში, მადრიდული გუნდის სახელფასო ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონი ევროთი განიტვირთება. ამბობენ, რომ ისკოს, მარსელოს და გარეტ ბეილს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელიც მიჰყვება.