36 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ლუკაშ პოდოლსკი კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასის წევრ “გურნიკში” გააგრძელებს.წარმოშობით პოლონელი ფეხბურთელი გუნდში 10 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ცნობისთვის, ვეტერანმა ფეხბურთელმა გასული სეზონი თურქულ ანტალიასპორში გაატარა სადაც 31 ჩატარებულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ პოდოლსკი სწორედ იმ რეგიონში დაიბადა, სადაც საფეხბურთო კლუბ “გურნიკის” ბაზა მდებარეობს.

