საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში, მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკას ერთ-ერთი კამერის ობიექტივზე სიმბოლურად თავისი ავტოგრაფი უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის მაგივრად მან ობიექტივზე თავისი შვილის, ლუკას ბასილაშვილის სახელი დაწერა.





