35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ნანი კარიერას “ვენეციაში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვეტერანი ფეხბურთელის დებიუტი ახალ გუნდში დღევანდელ შეხვედრაში “ემპოლის” წინააღმდეგ შედგება.
ნანი ბოლოს ამერიკული “ორლანდო სიტის” ღირსებას იცავდა, სადაც 88 ჩატარებულ შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პორტუგალიელ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს “მანჩესტერ იუნაიტედში”, “სპორტინგში”, “ვალენსიაში” “ლაციოსა” და “ფენერბახჩეში” უთამაშია.
ვეტერანმა ფეხბურთელმა კარიერის მანძილზე ევროპის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 ინგლისის ლიგის თასი, 3 პორტუგალიის ჩემპიონატი, 1 პორტუგალიის ლიგის თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 4 ინგლისის სუპერ თასი მოიგო.
Nani in Venice.
The Portuguese star is set for his debut tomorrow at Stadio Penzo.#ArancioNeroVerde 🟠⚫️🟢 pic.twitter.com/fwjUb70Q47
— Venezia FC (@VeneziaFC_EN) January 15, 2022




