26 წლის ქართველი ლიანა ჯოჯუა საწმუხაროდ UFC-ის მებრძოლი აღარ არის. ყველაზე პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება ლიანას კორტნი კესისთან მარცხის შემდეგ მიიღო.
ქართველმა მებრძოლმა 34 წლის ამერიკელ სპორტსმენთან აღნიშნული ბრძოლა 13 ნოემბერს გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
საბოლოო ჯამში, ლიანამ UFC-ში 4 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 3-ში დამარცხდა ერთში კი გაიმარჯვა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ორგანიზაციაში გააგრძელებს კარიერას ლიანა ჯოჯუა.





