გავრცელებული ინფორმაციით, “უერდინგენის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ლევან ყენია მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.
“ასისტენტ მწვრთნელი ლევან ყენია დღეიდან უკვე მოთამაშე-მწვრთნელი იქნება. ყენია 2022 წლიდან დაიწყებს თამაშს, მანამდე კი ტრავმების სრულად მოგვარებაზე იზრუნებს. ლევანს ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის გამოცდილება აქვს”, – წერია “უერდინგენის” ოფიციალურ გვერდზე.
31 წლის ლევან ყენია ბოლოს 2019-20 წლების სეზონში “საბურთალოში” თამაშობდა.
გუნდი გერმანიის მე-4 ლიგაში 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.


